dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

დმანისის მუნიციპალიტეტში გარე განათების სისტემებს აწესრიგებენ

21 ოქტომბერი, 2019
იმპორტირებული სიახლეები

დმანისის მუნიციპალიტეტში გარე განათების სისტემებს აწესრიგებენ

დმანისის მუნიციპალიტეტში გარე განათების სისტემებს აწესრიგებენ
21 ოქტ 2019

დმანისის მუნიციპალიტეტის 28 სოფელში გარე განათების ბოძებზე 50 ვატიანი LED სანათების მოწყობა დასრულდა.
სულ მოეწყო 667 სანათი, სამუშაოების ღირებულებამ კი 586,329 ლარი შეადგინა.
გარე განათების სისტემის მოწყობის პროცესი ეტაპობრივად გაგარძელდება და უახლოეს მომავალში ყველა დასახლებულ პუნქტს მოიცავს.
საჭიროებიდან გამომდინარე, გარე განათების ნათურები ეტაპობრივად იცვლება ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე. აღსანიშნავია, რომ განსახორციელებელი და მიმდინარე პროექტები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა და აქტიურად მიმდინარეობს.
დმანისში ამ მიმართულებით, სულ 1 372 000 ლარის ღირებულების, 77 პროექტი შესრულდება.