29 ოქტომბერი, 2019
იმპორტირებული სიახლეებისოფელ ბოსლებში მინისტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს
სოფელ ბოსლებში მინისტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს
29 ოქტ 2019
სამხარეო ადმინისტრაცისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ღია დიალოგის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობის მიერ გამოკვეთილი საჭიროებების შესახებ რეაგირება მოახდინეს. კერძოდ, სოფელ ბოსლებში, მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად და ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინებით დაწყებულია მინი სტადიონის მშენებლობა. პროექტის ღირებულებაა 218 011. 00 ლარი.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, აგრეთვე, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები მოსახლეობასთან ღია შეხვედრების დროს გამოკვეთილ საჭიროებებზე რეაგირებას ეტაპობრივად განახორციელებენ.


