8 ნოემბერი, 2019
იმპორტირებული სიახლეებიხუთი ქალის წარმატების ისტორია
ხუთი ქალის წარმატების ისტორია
08 ნოემ 2019
დღეს, გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით, ქალაქ დმანისის საზოგადოებრივ ცენტრში ღონისძიება - "ხუთი ქალის წარმატების ისტორია" გაიმართა, სადაც მონაწილეობენ წარმატებული ქალები, როგორც კერძო ისე საჯარო სექტორიდან.
დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხუთივე ქალს, გარდა სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ორიენტირებული ბიზნესისა, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წინსვლისთვის მნიშვნელოვანი საქმიანობა აერთიანებს.
ღონისძიების დასასრულს გენდერული საბჭოს წარმომადგენლებმა წარმატებულ ქალებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
ღონისძიების ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ წარმატებული ქალების მაგალითები ღონისძიების დანარჩენი მონაწილეებისთვის სტიმულად და შთაგონებად იქცევა.





