12 ნოემბერი, 2019
იმპორტირებული სიახლეებიდმანისში მორიგი დასუფთავების აქცია გაიმართა
დმანისში მორიგი დასუფთავების აქცია გაიმართა
12 ნოემ 2019
დღეს, ა(ა)იპ კომუნალური სამსახურის ორგანიზებით, დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელიც მოიცავდა ქალაქ დმანისის საავტომობილო გზის ცენტრალურ და მიმდებარე ქუჩებს, ასევე მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერს.
აქციაში მონაწილეობდნენ ა(ა)იპ კომუნალური სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ზამთარს ახალი, თბილი ტანსაცმლით შეხვდებიან.
,,ა(ა)იპ დმანისის კომუნალური სამსახურის თანამშრომლებს, რომელთაც ყოველდღიურად უხდებათ მკაცრი კლიმატის პირობებში ღია ცის ქვეშ მუშაობა, დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ხელშეწყობით შევუძინეთ ზამთრისათვის თბილი სპეც-ტანსაცმელი". ისაუბრა: ააიპ დმანისის კომუნალური სამსახურის უფროსმა-თამაზი ადუაშვილმა.





