dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

დიალოგის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

16 ნოემბერი, 2019
იმპორტირებული სიახლეები

დიალოგის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

დიალოგის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
16 ნოემ 2019

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი და მერის პირველი მოადგილე ბადრი სუბარი, საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად ველისპირის, განახლების, სარკინეთის, გომარეთის, მამულლოსა და ქციის მოსახლეობას შეხვდნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობის საჭიროებები პირადად მოისმინეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის განხორციელებულ და დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც მოსახლეობის მოთხოვნისა და საჭიროების შესაბამისად განხორციელდა, ან მომავლისთვისაა დაგეგმილი.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ადგილობრივებთან ერთად, დიალოგის რეჟიმში განიხილეს 2020 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელი პრიორიტეტული მიმართულებები.

აღსანიშნავია, რომ დმანისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ასევე აქტიურად ხორციელდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოებიც, დმანისში ამ მიმართულებით სულ 1 372 000 ლარის ღირებულების, 77 პროექტი შესრულდება.

აღსანიშნავია, რომ მსგავისი ტიპის შეხვედრების ციკლი დმანისის მუნიციპალიტეტში პერმანენტულ რეჟიმში გრძელდება.