dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

ღია დიალოგის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

20 ნოემბერი, 2019
იმპორტირებული სიახლეები

ღია დიალოგის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

ღია დიალოგის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
20 ნოემ 2019

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ბაზაქლოს, მამიშლოს, საფარლოს, ანგრევანისა და საკირეს მოსახლეობას შეხვდა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობის საჭიროებები პირადად მოისმინეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის განხორციელებულ და დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც მოსახლეობის მოთხოვნისა და საჭიროების შესაბამისად განხორციელდა, ან მომავლისთვისაა დაგეგმილი.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ადგილობრივებთან ერთად, დიალოგის რეჟიმში, განიხილეს 2020 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელი პრიორიტეტული მიმართულებები.

აღსანიშნავია, რომ დმანისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, ასევე აქტიურად ხორციელდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოებიც, დმანისში ამ მიმართულებით, სუ