dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

საესტრადო სტუდიამ „მიქსი“ დმანისელებს ლამაზი საღამო აჩუქა

15 იანვარი, 2020
იმპორტირებული სიახლეები

საესტრადო სტუდიამ „მიქსი“ დმანისელებს ლამაზი საღამო აჩუქა

საესტრადო სტუდიამ „მიქსი“ დმანისელებს ლამაზი საღამო აჩუქა
15 იან 2020

მიმდინარე წლის 14 იანვარს ა(აიპ) ,,დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის” საესტრადო სტუდია „მიქსი“ მაყურებლის წინაშე, 1930-1940-1950-1960-1970-1980-1990- იანი წლების ცნობილი ქართული და უცხოური ჰიტებით წარსდგა და ერთი ლამაზი საღამო აჩუქა მათ.

კონცერტი დატვირთული იყო შოუს ელემენტებით. ლამაზად მორთულ სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სხვადასხვა ასაკის შემსრულებლები, რომლებმაც ჟანრობრივი მრავალფეროვნებით მოიწონეს თავი. კონცერტში სტუდიის აღსაზრდელებთან ერთად მონაწილეობა მიიღო სტუდიის ხელმძღვანელმა მარიამ ქოჩორაძემ.

საღამოს სიურპრიზების გარეშე არ ჩაუვლია. ახალი დუეტის პრემიერა შედგა, რამაც დარბაზის დიდი მოწონება დაიმსახურა.