23 იანვარი, 2020
იმპორტირებული სიახლეებისოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება
23 იან 2020
დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები დღეს მამიშლოს, საფარლოს და ანგრევანის მოსახლეობას შეხვდნენ.
ადგილობრივებმა, შეხვედრაზე სოფლისთვის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს და ერთობლივი მსჯელობის შედეგად ის პრიორიტეტები შეარჩიეს, რომლებიც მოსახლეობის საჭიროებებზე ყველაზე მეტადაა მორგებული.
აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული სოფლების პრიორიეტია გარე განათების სისტემის მოწყობა. პროგრამის ფარგლებში, დმანისის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები ყველა სოფელს მოიცავს.





