dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

საქართველოს ჩემპიონატის სალიცენზიო შეჯიბრებაში დმანისელებმა იასპარეზეს

3 თებერვალი, 2020
იმპორტირებული სიახლეები

საქართველოს ჩემპიონატის სალიცენზიო შეჯიბრებაში დმანისელებმა იასპარეზეს

საქართველოს ჩემპიონატის სალიცენზიო შეჯიბრებაში დმანისელებმა იასპარეზეს
03 თებ 2020

მიმდინარე წლის პირველ თებერვალს, ქალაქ თბილისში საქართველოს ჩემპიონატის სალიცენზიო შეჯიბრება ჩატარდა ძიუდოში უმცროსი ასაკის ჭაბუკებში (2003-2004, 2005-2006 წლიანებში).

ჩემპიონატში ქალაქ დმანისის ომარ მუმლაძის სახელობის სპორტსკოლის აღსაზრდელებმა - მერაბ კვიციანმა 55 კგ. წონით კატეგორიაში და საბა მუმლაძემ 50კგ წონით კატეგორიაში წარმატებით იასპარეზეს.

ორივე მათგანი გადავიდა ფინალურ ეტაპზე.

მერაბ კვიციანი იასპარეზებს 8-9 თებერვალს ქალაქ ზესტაფონში, საბა მუმლაძე - 15-16 თებერვალს ქალაქ კასპში.

მწვრთნელები:

  •  ოლეგ გოშუანი
  • ირაკლი ფარჯიანი

დმანისის მუნიციპალიტეტის მერია წარმატებებს უსურვებს დმანისელ სპორტსმენებს.