10 თებერვალი, 2020
იმპორტირებული სიახლეებისახალხო დამცველის აპარატმა მერთან შეხვედრა გამართა
სახალხო დამცველის აპარატმა მერთან შეხვედრა გამართა
10 თებ 2020
დღეს, სახალხო დამცველის რწმუნებულები: მარიამ გვიდიანი, ირმა მჭედლიძე და მურად გუსეინოვი დმანისის მუნიციპალიტეტის მერს - გიორგი ტატუაშვილს შეხვდნენ. შეხვედრას ქონდა თანამშრომლობითი ხასიათი. მხარეებმა ისაუბრეს მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევბზე, ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე, ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მხარდამჭერი ღონისძიებების აუცილებლობაზე. სამუშაო შეხვედრას ასევე ესწერბოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი პაატა ყულიაშვილი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი - მეგი ედიბერიძე და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული სამსახურის ხელმძღვანელი - ნინო ომიაძე.



