14 თებერვალი, 2020
იმპორტირებული სიახლეებიდმანისში მორიგი სოციალური აქცია გაიმართა
დმანისში მორიგი სოციალური აქცია გაიმართა
14 თებ 2020
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოციალური აქციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი ტატუაშვილმა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს: ჟენია მახნიაშვილს, მამუკა გრიგალაშვილს, ვასო გვიჩიანსა და ზოხრა კიარიმოვს გადაადგილებისათვის დამხმარე სავარძელ-ეტლებს გადასცა.
სოციალურ აქციაში ჩაერთვნენ: მერის წარმომადგენლები შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში , ასევე საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთეკის კომისიის თავმჯდომარე - კახა პეტრიაშვილი.
აღსანიშნავია, რომ სავარძელ-ეტლები მუნიციპალიტეტის მერიას, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის კოორდინაციით, გადმოსცა საერთაშორისო ასოციაციამ „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის.





