dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

კორპუსის სახურავის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

19 თებერვალი, 2020
იმპორტირებული სიახლეები

კორპუსის სახურავის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

კორპუსის სახურავის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს
19 თებ 2020

ქალაქ დმანისში, 9 აპრილის ქუჩა N36 ში მდებარე კორპუსის სახურავის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
კორპუსის სახურავი მიმდინარე წლის 6 თებერვალს ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა. მოხდა დაზიანებული სახურავის დემონტაჟი და დაწყებულია ახალი სახურავის მოწყობის სამუშაოები.
სახურავის მოწყობის სამუშაოები დღეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი ტატუაშვილმა, მოადგილესთან, ბადრი სუბართან და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან - ლევან მანთაშაშვილთან ერთად შეაფასა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს კომპანია "შპს იმერეთი 2014".
შესყიდვის ღირებულება შეადგენს 74 097,13 ლარს, დაფინანსების წყარო: ადგილობრივი ბიუჯეტი - 21097 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტი - 53 000 ლარი. კორპუსის სახურავის მოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის მარტის ბოლოს დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ დმანისის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად, დაზიანებული კერძო საკუთრების რამდენიმე ათეული შემთხვევა დაფიქსირდა. ზარალის ოდენობა სპეციალური კომისიის მუშაობის შედეგად განისაზღვრა, დაზარალებულებს დახმარებას ადგილობრივი ბიუჯეტი გაუწევს.