dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

მერმა სოფელ ბოსლებში ახალი სპორტული მოედანი გახსნა

27 თებერვალი, 2020
იმპორტირებული სიახლეები

მერმა სოფელ ბოსლებში ახალი სპორტული მოედანი გახსნა

მერმა სოფელ ბოსლებში ახალი სპორტული მოედანი გახსნა
27 თებ 2020

უმაღლესი ხარისხის მინი სპორტული მოედნის ტერიტორიაზე, ორიარუსიანი მაყურებელთა ტრიბუნა და ორგანყოფილებიანი რეტერატის შენობა მოეწყო.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სრული დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ღირებულებამ შეადგინა 218 000 ლარი.
ღონისძიება გაალამაზა ამხანაგურმა თამაშმა მინიფეხბურთში, რომელიც დმანისელი ახალგაზრდების გუნდებს შორის გაიმართა.
თამაშში მონაწილე გუნდებს, დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სახელით საჩუქრად ფეხბურთის ბურთები გადაეცათ.
გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები და დაინტერესებული საზოგადოება.