28 თებერვალი, 2020
იმპორტირებული სიახლეებისაინფორმაციო შეხვედრა საგრანტო პროგრამის შესახებ.
საინფორმაციო შეხვედრა საგრანტო პროგრამის შესახებ.
28 თებ 2020
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, მუნიციპალიტეტის სოფლების ფერმერთათვის ინფორმაციის მიწოდება, „FAO-ს მხარდაჭერა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორს ENPARD III-ის ფარგლებში“, რომელიც ახორციელებს საგრანტო პროგრამას სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვების მხარდასაჭერად საქართველოს მასშტაბით 8 ძირითად და 14 მიმდებარე მუნიციპალიტეტში.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დმანისის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე დაინტერესებული საზოგადოება.





