dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

დმანისის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილება

24 მარტი, 2020
იმპორტირებული სიახლეები

დმანისის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილება

დმანისის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილება
24 მარ 2020

დმანისის მუნიციპალიტეტში, კორონოვირუსის პრევენციული ღონისძიებების შესაბამისად, დიალიზის საჭიროების მქონე პირებს სპეციალური თანხა გამოეყოთ.ამის შესახებ დმანისის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, ასევე, სპეციალური სატრანსპორტო რესურსი გამოიყოფა საავადმყოფოს ექიმებისთვის, რათა 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.“დიალიზის საჭიროების მქონე პირებს, რომლებიც ცხოვრობენ დმანისის მუნიციპალიტეტში და სამედიცინო მომსახურებას იღებენ დმანისის მუნიციპალიტეტის გარეთ, გამოეყოთ სპეციალურად თანხები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი შეუფერხებელი გადაადგილება, სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით. ასევე, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, დმანისის მუნიციპალიტეტის სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საავადმყოფოს ექიმებისათვის სპეციალურად გამოიყო სატრანსპორტო რესურსი, რათა 24 საათიან რეჟიმში უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე”, –  განაცხადა გიორგი ტატუაშვილმა.