dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

აზერბაიჯანის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური აქცია გაიმართა

5 მაისი, 2020
იმპორტირებული სიახლეები

აზერბაიჯანის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური აქცია გაიმართა

აზერბაიჯანის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური აქცია გაიმართა
05 მაი 2020

დღეს დმანისის მუნიციპალიტეტში მორიგი სოციალური აქცია გაიმართა. აზერბაიჯანის საელჩოს მხარდაჭერით საკვები პროდუქტები 100 უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს გადაეცა.
ღონისძიებას საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი დურსუნ ჰასანოვი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული - შოთა რეხვიაშვილი და დმანისის მუნიციპალიტეტის მერი - გიორგი ტატუაშვილი ესწრებოდნენ.
"აზერბაიჯანის საელჩოს მხარდაჭერით, საშუალება მოგვეცა დმანისის მუნიციპალიტეტში დამატებით 100 უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს დავეხმაროთ. მე მინდა აზერბაიჯანულ მხარეს და თითოეულ კომპანიას, ვინც სოციალურ კამპანიაშია ჩართული მადლობა გადავუხადო"- განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი ტატუაშვილმა.
სოციალურ ღონისძიებას დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, ბადრი სუბარი, არიფ სულეიმანოვი და ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი -პაატა ყულიაშვილი ესწრებოდნენ.