dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მერმა შეაფასა

29 მაისი, 2020
იმპორტირებული სიახლეები

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მერმა შეაფასა

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მერმა შეაფასა
29 მაი 2020

 დაგარახლოს სასაფლაოსთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი ტატუაშვილმა შეაფასა.

 დმანისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე დაწყებულია სოფელ დაგარახლოს სასაფლაოსთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

 პროექტი ხორციელდება ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და რეგიონალური ფონდების დაფინანსებით, რომლის ღირებულებაც 291000 ლარს შეადგენს.

მუშა პროცესი დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა შეაფასა.

 სოფელ დაგარახლოში ამ დრომდე არ არსებობდა მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა, პროექტის დასრულების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს კონფორტულ გადაადგილებას.

 აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული შესაბამისი რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს