8 ივნისი, 2020
იმპორტირებული სიახლეებიქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი და დმანისის მერი გიორგი ტატუაშვილი მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი და დმანისის მერი გიორგი ტატუაშვილი მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ.
08 ივნ 2020
მუნიციპალიტეტში ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები ისეთ ლოკაციებზე ეწყობა, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა ათეული წლების მანძილზე არ ყოფილა. ამ ეტაპზე 3 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები ხორციელდება სოფელ დაგარახლოში, ბაზაქლოში, კამიშლოში, პანტიანში, ტნუსში, მაშავერაში, კიზილაჯლოში, კაკლიანში, ამამლოსა და კამიშლოში.
უახლოეს მომავალში მუნიციპალიტეტის მასშტაბით 6 048 818 ლარის ღირებულების საპროექტო სამუშაოები განხორციელდება, რომელიც გზებისა და სანიაღვრე სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.





