8 ივნისი, 2020
იმპორტირებული სიახლეებიდმანისში საზოგადოებრივნა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა
დმანისში საზოგადოებრივნა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა
08 ივნ 2020
დმანისში საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში დადგენილი წესებით იმოძრავებს.
ტრანსპორტში ყველა მგზავრისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება.
არ იმუშავებს კონდიციონერი, რადგან სპეციალისტების რეკომენდაციით, ვირუსის გავრცელებისთვის ერთ-ერთი საფრთხეა.
ღია ფანჯრებით მოხდება რეგულარული განიავება.
საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას შეძლებს მხოლოდ იმდენი ადამიანი, რამდენი ადგილიცაა ტრანსპორტში.
დაუშვებელია ხალხის სიჭარბე ფეხზე მდგომი მგზავრების ხარჯზე.
სისტემატიურად მოხდება ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება.


