9 ივნისი, 2020
იმპორტირებული სიახლეებიდმანისის სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
დმანისის სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
09 ივნ 2020
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და დმანისის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა სკოლების რეაბილიტაციის სამუშაოები შეაფასეს, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს.
საჯარო სკოლებში არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 361 790 ლარის ღირებულების სამუშაოები განხორციელდება, რომლის ფარგლებში გათბობის სისტემების, გადახურვისა და სანიტარული კვანძების მოწყობა მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები კამარლოს, იაღუფლოს, მაშავერასა და სარკინეთის სკოლებში მიმიდნარეობს. სარეაბილიტაციო სამუშოაები ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში განხორციელდება.



