7 აგვისტო, 2020
იმპორტირებული სიახლეებიდაგარახლოში წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის ჭაბურღილის მშენებლობა მიმდინარეობს
დაგარახლოში წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის ჭაბურღილის მშენებლობა მიმდინარეობს
07 აგვ 2020
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ დაგარახოში წყალმომარაგებისათვის ჭაბურღილის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოები ადგილზე პირადად შეაფასა.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ჭაბურღილი და სამარაგო რეზერვუარს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
პროექტის მიზანია, სოფელ დაგარახლოს სასმელი და სამეურნეო-ტექნიკური წყლით უზრუნველყოფა.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 80 120 ლარს, რომელიც ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით ჭაბურღილის მოწყობა უახლოეს მომავალში განხორციელდება სოფლებში:
ველისპირი
განახლება
მამულო
გომარეთი
მაშავერა
მამიშლო
აზერბაიჯანული კაკლიანი
კიზილქილისა.





