8 აგვისტო, 2020
იმპორტირებული სიახლეებიდმანისში 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს
დმანისში 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს
08 აგვ 2020
8 აგვისტოს, ქალაქ დმანისში, რუსული აგრესიის შედეგად საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების პატივსაცემად, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი ტატუაშვილმა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ომში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.
დმანისის სულთმოფენობის სახელობის ტაძრის მოძღვარმა - მამა გიორგიმ დაღუპული მებრძოლი გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.
2008 წელს რუსეთის აგრესიის დროს საქართველომ 169 სამხედრო მოსამსახურე, 16 პოლიციელი და 188 მშვიდობიანი მოქალაქე დაკარგა.



