dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

ერეკლე საღლიანის შემოქმედებითი საღამო

31 ოქტომბერი, 2016
იმპორტირებული სიახლეები

ერეკლე საღლიანის შემოქმედებითი საღამო

ერეკლე საღლიანის შემოქმედებითი საღამო
31 ოქტ 2016

მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ცნობილი ქართველი პოეტის ერეკლე საღლიანის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. თეატრის მსახიობებმა პოეტის შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს. საკუთარი ლექსი წაიკითხა აგრეთვე სახალხო მთქმელმა ტარასი ცინდელიანმა. საღამო გაალამაზა ანსამბლებმა: ,,შგარიდამ“, ,,კიდევაც დაიზრდებიან’’ და ,,ირინოლამ’’.
პოეტმა საღამოს დასასრულს თავისი პოეტური კრებულებიდან რამდენიმე ლექსი წაიკითხა. მისი პირველი კრებული 1958 წელს გამოიცა. ერეკლე საღლიანი რამდენიმე ლიტერატურული პრემიის მფლობელია.
საღამოს ორგანიზატორი გახლდათ თეატრის ხელმძღვანელი ჯუმბერ კოპალიანი.
საღამოს ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და დაინტერესებული საზოგადოება.