24 სექტემბერი, 2020
იმპორტირებული სიახლეებისოფელ განახლებაში აქტიურად მიმდინარეობს ჭაბურღილის, რკინა-ბეტონის რეზერვუარისა და მაგისტრალური მილსადენის მოწყობის სამუშაოები და სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობა.
სოფელ განახლებაში აქტიურად მიმდინარეობს ჭაბურღილის, რკინა-ბეტონის რეზერვუარისა და მაგისტრალური მილსადენის მოწყობის სამუშაოები და სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობა.
24 სექ 2020
ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 261468 ლარს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
მუშა პროცესი დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი ტატუაშვილმა, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე შეაფასა.
აღსანიშნავია, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, თითოეული მოსახლის ეზოში წყალმზომის (მრიცხველის) მონტაჟი მოხდება.





