dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

ქალაქ დმანისში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს

1 დეკემბერი, 2020
იმპორტირებული სიახლეები

ქალაქ დმანისში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს

ქალაქ დმანისში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს
01 დეკ 2020

დმანისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტურქურის მოწესრიგება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა,   ქალაქ დმანისში, ქეთევან დედოფლის ქუჩისა და წმინდა გიორგის ეკლესიასთან სასაფლაოს გზის   სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე პირადად შეაფასა.

ამ ეტაპისთვის, ქალაქ დმანისში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს, ესენია: წმინდა გიორგის ეკლესიასთან სასაფლაოს გზის რეაბილიტასია(318მ), 9 აპრილის ჩიხი N26(45მ),  აპრილის ქუჩა,  N40ა(82მ), გამსახურდიას ჩიხი(116მ), გულისაშვილის ქუჩა(77მ), ქეთევან დედოფლის ქუჩა(336მ), ჭავჭავაძის ქუჩა(209მ) სიონის ქუჩის მე-2 ჩიხი(209მ).

პროექტის ღირებულება შეადგენს 895 500 ლარს, დაფინანსების წყაროს წარმოადგენს ადგილობრივი ბიუჯეტი. სამუშაოებს  ახორციელებს შპს „გლობალჰაუსი“.