23 მარტი, 2021
იმპორტირებული სიახლეებიდმანისის მერმა აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა
დმანისის მერმა აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა
23 მარ 2021
დმანისის მერმა - გიორგი ტატუაშვილმა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დმანისელ აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა, ხელოვან და ღვაწლმოსილ მოქალაქეებს კი სახლში ესტუმრა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
გორგი ტატუაშვილი - დმანისის მერი - დღეს ვესტუმრეთ ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხელოვან და ღვაწლმოსილ აზერბაიჯანელ მოქალაქეებს და პირადად მივულოცეთ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ყველა მოქალაქის რწმენის აღმსარებლობის თავისუფლება და პატივისცემა, დმანისის მუნიციპალიტეტს ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებთან თანაცხოვრებას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და ეს ტრადიცია მომავალშიც უნდა გაგრძელდეს.





