dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

წყლის დაცვის საერთაშორისო დღე

27 მარტი, 2021
იმპორტირებული სიახლეები

წყლის დაცვის საერთაშორისო დღე

წყლის დაცვის საერთაშორისო დღე
27 მარ 2021

წყლის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, დმანისში დასუფთავების აქცია გაიმართა.

შეგროვილი ნარჩენების ტრანსპორტირება მოხდა ა(ა)იპ კომუნალური სამსახურის მიერ.

სისუფთავეზე ზრუნვა დმანისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ შრომატევად საქმეს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ა(ა)იპ კომუნალური სამსახური ემსახურება. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს ქალაქის დასუფთავება, რეგულარულად ხდება ნარჩენების გატანა როგორც ქალაქის უბნებიდან, ისე სოფლებიდან.

აღნიშნული კამპანიის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, სუფთა და ჯანმრთელი საცხოვრებელი გარემოს შექმნა. მოსახლეობის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა.