dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

დმანისში შემეცნებითი ტური მოეწყო

19 აპრილი, 2021
იმპორტირებული სიახლეები

დმანისში შემეცნებითი ტური მოეწყო

დმანისში შემეცნებითი ტური მოეწყო
19 აპრ 2021

18 აპრილს მსოფლიო მემკვიდრეობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ა(ა)იპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებითა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის,
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის შემეცნებითი ტური მოეწყო.
მსურველებმა მოინახულეს კულტურული ძეგლები: შავსაყდრების ეკლესიები, რევაზაშენის სამონასტრო კომპლექსი, მამულოს პანტიანი.

ტურში მონაწილეებმა გაიარეს თერმოსკრინინგი, უზრუნველყოფილნი იყვნენ სადეზინფექციო ხსნარებითა და პირბადეებით.