22 ივნისი, 2021
იმპორტირებული სიახლეებიდმანისში საქველმოქმედო აქცია ,,იჩქარე სიკეთის კეთება“ გაიმართა
დმანისში საქველმოქმედო აქცია ,,იჩქარე სიკეთის კეთება“ გაიმართა
22 ივნ 2021
ღონისძიება დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და მაღაზიათა ქსელ "ჭიტას" ორგანიზებით მოეწყო.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი ტატუაშვილმა სათამაშოების მაღაზიათა ქსელ "ჭიტა"- სთან და მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, აციის ფარგლებში ,,იჩქარე სიკეთის კეთება“, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველელ ბავშვებს საჩუქრები გადასცა.
„ დღეს ჩვენ ვიხილეთ უამრავი გახარებული ბავშვი. გავულამაზეთ ერთი დღე პატარებს. დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან 36 ოჯახს (100 ბავშვს) სხვადასხვა სახის საჩუქარი გადავეცით, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო სათამაშოების მაღაზიათა ქსელ "ჭიტას",- აღნიშნა გიორგი ტატუაშვილმა.





