22 ივნისი, 2021
იმპორტირებული სიახლეები5 ივნისს, გარემოსდაცვით ღონისძიებას, სოფელ გომარეთის ახალგაზრდობა დასუფთავების აქციით შეუერთდა.
5 ივნისს, გარემოსდაცვით ღონისძიებას, სოფელ გომარეთის ახალგაზრდობა დასუფთავების აქციით შეუერთდა.
22 ივნ 2021
გარემოსდაცვით აქციაში, ახალგაზრდული საბჭოს წარმომადგენლები ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად მონაწილეობდნენ.
დასუფთავების აქცია დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიების აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას, გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.





