22 ივნისი, 2021
იმპორტირებული სიახლეებიმოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, დმანისის მუნიციპალიტეტის მერის - გიორგი ტატუაშვილის ინიციატივით, დმანისელი 7 წარჩინებული ახალგაზრდისთვის 21 ივნისს შემეცნებითი ტური (დმანისი, სიღნაღი, ბოდბე) მოეწყო.
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, დმანისის მუნიციპალიტეტის მერის - გიორგი ტატუაშვილის ინიციატივით, დმანისელი 7 წარჩინებული ახალგაზრდისთვის 21 ივნისს შემეცნებითი ტური (დმანისი, სიღნაღი, ბოდბე) მოეწყო.
22 ივნ 2021
ტურის ფარგლებში, მოსწავლეებმა დაათვალიერეს ქალაქი სიღნაღი, ისტორიული ადგილები, ბოდბის მონასტერი და მოილოცეს წმინდა ნინოს საფლავი.
გიორგი ტატუაშვილმა მადლობა გადაუხდა მოსწავლეებს წარჩინებული სწავლებისთვის და ბიბლუსის 100 ლარიანი ვაუჩერები გადასცა.
ღონისძიება დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით გაიმართა.





