dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

ვარდისუბნის საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია დაიწყო

30 ივნისი, 2021
იმპორტირებული სიახლეები

ვარდისუბნის საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია დაიწყო

ვარდისუბნის საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია დაიწყო
30 ივნ 2021

სოფელ ვარდისუბნის საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია დაიწყო. მუშა პროცესი დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი ტატუაშვილმა, მერიის სივრცითი მოწყობისა ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან - ლევან მანთაშაშვილთან ერთად ადგილზე შეაფასა.

გიორგი ტატუაშვილი - დმანისის მერი: საბავშვო ბაღის შენობის კაპიტალური რეაბილიტაცია დაიწყო, ამ დროისთვის აქ სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში სრულად იცვლება შიდა კომუნიკაციები, კარ-ფანჯრები და სახურავი, კაპიტალურად გარემონტდება საბავშვო ჯგუფების ოთახები, სამზარეულო ბლოკი, სველი წერტილები, მოეწყობა ადმინისტრაციული და სხვა აუცილებელი ოთახები, ასევე დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს შენობის ფასადის რეაბილიტაციას, ეზოს კეთილმოწყობას და საბავშვო გასართობი მოედნის მოწყობას.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბავშვო ბაღში 2 ჯგუფი გააგრძელებს ფუნქციონირებას, სადაც თანამედროვე სტანდარტების მქონე, კეთილმოწყობილ გარემოში 40 აღსაზრდელი შეძლებს სკოლამდელი აღზრდის უნარ-ჩვევების მიღებას.

განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა-გიორგი ტატუაშვილმა