dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

გომარეთში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

2 ივლისი, 2021
იმპორტირებული სიახლეები

გომარეთში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

გომარეთში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
02 ივლ 2021

დმანისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან, ლევან მანთაშაშვილთან ერთად, სოფელ გომარეთში მიმდინარე საბავშო ბაღის რეაბილიტაციის პროცესი ადგილზე პირადად შეაფასა.

პროექტის ფარგლებში იგეგმება ეზოს შემორაგვა და კეთილმოწყობა, ჩატარდება სარემონტო სამუშაოები როგორც შენობის შიგნით, ასევე ფასადზე, მოეწყობა გარე კიბე, რეაბილიტირდება სანტექნიკური ნაწილი, შეიცვლება შიდა და გარე წყალსადენ კანალიზაცია, დამონტაჟდება გათბობა-ვენტილაციის, ასევე სახანძრო-სიგნალიზაციის და ვიდეოთვალთავის სისტემები.

პროექტის ღირებულება შეადგენს 499 999 ლარს შეადგენს.