20 აგვისტო, 2021
იმპორტირებული სიახლეებიდმანისის მუნიციპალიტეტში მასობრივი ვაქცინაციის პროცესი დაიწყო
დმანისის მუნიციპალიტეტში მასობრივი ვაქცინაციის პროცესი დაიწყო
20 აგვ 2021
ქალაქ დმანისში, შპს რეგიონულ ჯანდაცვის ცენტრში, მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების საშუალებით, მოქალაქეების საყოველთაო აცრა მიმდინარეობს.
ვაქცინაციაში მონაწილეობა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა მიიღო, რომელმაც პფაიზერის ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა.
მანამდე კი მედიკოსების კითხვებს უპასუხა და სპეციალური კითხვარი შეავსო.
მასობრივი ვაქცინაციის პროცესს საჯარო მოხელეები, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელი და მოქალაქეები შეუერთდნენ.
ამ დროისთვის (დღეს) კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 53 მოქალაქეს ჩაუტარდა.
და დაიცავი შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა! ვაქცინა გვიცავს! ერთად შევაჩეროთ „კოვიდ-19“-ის პანდემია!"




