18 ოქტომბერი, 2021
იმპორტირებული სიახლეებიდმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში ვაქცინაციის პოპულარიზაციის მარათონის წინამოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში ვაქცინაციის პოპულარიზაციის მარათონის წინამოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა.
18 ოქტ 2021
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგმა დავით ჩახუნაშვილმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელთან ნინო ონანაშვილთან ერთად, ექიმებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ვაქცინაციის მარათონის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ვაქცინაციის მარათონი სტარტს ქალაქ დმანისში აიღებს. მარათონის ფარგლებში, „ფაიზერის“, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინებით, მოსახლეობას ადგილობრივი მედიკოსები აცრიან. მანამდე კი, მედიკოსები მერის წარმომადგენლებთან ერთად, კარდაკარის პრინციპით, მოქალაქეებს ვაქცინაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდიან და რეგისტრაციის პროცესშიც დაეხმარებიან.
შეხვედრას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგთან დავით ჩახუნაშვილთან ერთად, მერის პირველი მოადგილე ბადრი სუბარი უძღვებოდა.





