dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

კარაბულახში სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები დაწყებულია

6 ნოემბერი, 2021
იმპორტირებული სიახლეები

კარაბულახში სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები დაწყებულია

კარაბულახში სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები დაწყებულია
06 ნოემ 2021
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, სოფელ კარაბულახში მოსახლეობასთან ერთად, სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები დაგეგმა.
კობა მურადაშვილი - დმანისის მუნიციპალიტეტის მერი
მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის თანამშრომლებთან ერთად ვიმყოფებოდი სოფელ კარაბულახში. ტერიტორიაზე, სადაც დაგეგმილია სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები, ადგილობრივ მოსახლესა და მშენებელს შორის არსებობდა გარკვეული პრობლემა. ჩემი ჩართულობით მოლაპარაკება შედგა და სკვერისა და სპორტული მოედნის მშენებლობის პროცესი დაწყებულია. პროექტის ფარგლებში მოეწყობა საბავშვო გასართობი სივრცე, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 165555 ლარი დაიხარჯება.