29 ნოემბერი, 2021
იმპორტირებული სიახლეებიკობა მურადაშვილმა სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის წარემომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
კობა მურადაშვილმა სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის წარემომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
29 ნოემ 2021
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის წარემომადგენლებთან, რომლებიც ახორციელებენ პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“, რომლის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობებზე, მათთან თანამშრომლობის პერსპექტივებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის რეალიზებისთვის სამოქალაქო ბიუჯეტის მექანიზმების გამოყენების შესახებ.





