dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

ქალაქ დმანისის პირველ და სოფელ განთიადის საბავშვო ბაღებში რესურს ოთახები მოეწყობა

1 დეკემბერი, 2021
იმპორტირებული სიახლეები

ქალაქ დმანისის პირველ და სოფელ განთიადის საბავშვო ბაღებში რესურს ოთახები მოეწყობა

ქალაქ დმანისის პირველ და სოფელ განთიადის საბავშვო ბაღებში რესურს ოთახები მოეწყობა
01 დეკ 2021

პოლონურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,EDUKATOR"-ისა და ,,კივიტას გეორგიკა"-ს წარმომადგენლებმა, დმანისის მუნიციპალიტეტის ორ სკოლამდელ აღზრდის დაწესებულებას ინვენტარი გადასცა. პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ითვალისწინებს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადისა და ქალაქ დმანისის ნომერ პირველ საბავშვო ბაღებში რესურს ოთახების მოწყობას. რესურს ოთახები აღჭურვილი იქნება მოსწავლეების სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების დაკმაყოფილების ყველა აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით. პროექტის ფარგლებში მოხდა აღმზრდელებისა და ბაღის გამგეების გადამზადება.