მერიამ, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს სადღესასწაულოდ საჩუქრები გადასცა
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიამ, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს სადღესასწაულოდ საჩუქრები გადასცა. კობა მურადაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში არსებულ საბავშვო ბაღებს ესტუმრა. სტუმრები ახალი წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრნენ, პატარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს. ბაღის აღსაზრდელებმა შეასრულეს სიმღერები, წაიკითხეს ლექსები და გამართეს სხვადასხვა წარმოდგენები. "დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ვიმყოფებოდი სოფლების: გომარეთის, სარკინეთის, მაშავერას, განთიადის, ჯავახისა და ქალაქ დმანისის N2 სააღმზდელო დაწესებულებებში. აუცილებლად ვესტუმრებით ქალაქ დმანისის N1 და სოფელ ბოსლების საბავშვო ბაღებს. ახალი წელი გამორჩეული დღესასწაულია ბავშვებისთვის. შევეცადეთ საახალწლო განწყობა შეგვექმნა მათთვის და მოკრძალებული საჩუქრები გადაგვეცა. საახალწლო სასაჩუქრე პაკეტები მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღის აღსაზრდელს გადაეცაემა.





