29 დეკემბერი, 2021
იმპორტირებული სიახლეებიდმანისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში საახალწლო ღონისძიებები დასრულდა
დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში საახალწლო ღონისძიებები დასრულდა
29 დეკ 2021
აღსაზრდელებმა ახალი წლის ზეიმზე ლექსები, სიმღერები წარმოადგინეს და სხვადასხვა ზღაპრის გმირები განასახიერეს.
ბავშვებს სიმბოლური საჩუქრები დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გადასცა. ღონისძიებები კოვიდ რეგულაციების დაცვით გაიმართა. პანდემიის რისკების გათვალისწინებით აქტივობები დახურული იყო მშობლებისათვის.





