30 დეკემბერი, 2021
იმპორტირებული სიახლეებისათნოების სახლის ბენეფიციარებს დმანისის მერმა დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცა
სათნოების სახლის ბენეფიციარებს დმანისის მერმა დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცა
30 დეკ 2021
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სათნოების სახლის ბენეფიციარებს დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცა. ხანდაზმულებს გაესაუბრა, ჯანმრთელობა უსურვა და საახალწლო ტკბილეულის ნობათი გადასცა. ხოლო, სათნოების სახლის თანამშრომელს ლალი რთველაძეს მადლობა გადაუხადა ხანდაზმულებზე ზრუნვისთვის და დმანისის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი და ტკბილეულის კალათა გადასცა. დმანისის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლში ამჟამად კვებით უზრუნველყოფის პროგრამით 56 ბენეფიციარი სარგებლობს.





