5 იანვარი, 2022
იმპორტირებული სიახლეებიყველა მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება.
ყველა მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება.
05 იან 2022
დღეს საახალწლო ღონისძიება დმანისის მუნიციპალიტეტში ჩატარდა.
საახალწლო ღონისძიებები ორ საათზე დაიწყო. გაიმართა საშობაო ბაზრობა, საბავშვო ღონისძიებები, სახის მოხატვა, ილუზიონისტის შოუ. მაყურებლის წინაშე წარსდგნენ საბავშვო სტუდია ბზიკები.
დმანისელების განწყობაზე იზრუნა ანსამბლმა "თეატრალური კვარტეტი".
მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ პატარებს თოვლის ბაბუამ ტკბილეული და საჩუქრები გადასცა.
გაიმართა კონცერტი - ადგილობრივი
შემოქმედებით ჯგუფების მონაწილეობით.
საღამოს საახალწლო ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
ღონისძიებაზე დაცული იყო კოვიდ რეგულაციები.





