dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

ოთხშაბათი დმანისის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა მიღების დღედ გამოცხადდა

11 იანვარი, 2022
იმპორტირებული სიახლეები

ოთხშაბათი დმანისის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა მიღების დღედ გამოცხადდა

ოთხშაბათი დმანისის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა მიღების დღედ გამოცხადდა
11 იან 2022
როგორც დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, მისთვის მნიშვნელოვანია დმანისის მოსახლეობასთან კომუნიკაცია.
"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან მჭიდრო კომუნიკაცია, სწორედ ამიტომ, ყოველი კვირის ოთხშაბათი დღე დმანისის მერიაში, ჩემთან მიღების დღე იქნება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათთვის სასურველ დროს არ მოვუსმენ ჩემს დმანისელებს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათთან მჭიდრო კომუნიკაცია, მათი პრობლემების მოსმენა და კომპეტენციის ფარგლებში დახმარება" . განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა.
მოქალაქეთა მიღების დღე ოთხშაბათი 10:00 საათიდან 16:00 საათამდე.
საკონტაქტო პირი: ლონდა ღამბარაშვილი ტელ: 591 11 83 86