14 იანვარი, 2022
იმპორტირებული სიახლეებიდმანისში სახელწიფო დროშები მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასა და ცენტრალურ ქუჩაზე გამოიფინა
დმანისში სახელწიფო დროშები მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასა და ცენტრალურ ქუჩაზე გამოიფინა
14 იან 2022
14 იანვარს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ღონისძიებას ტრადიციულად დმანისის მუნიციპალიტეტი შეუერთდა. სახელწიფო დროშები გამოიფინა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასა და ცენტრალურ ქუჩაზე.
აღსანიშნავია, რომ მოსახლეობა სურვილისამებრ შეუერთდა სახელმწიფო დროშის დღეს და საცხოვრებელი სახლების აივნებზე გამოფინეს სახელმწიფო დროშა.
საქართველოს სახელმწიფო დროშა, ორ ეროვნულ სიმბოლოსთან გერბთან და ჰიმნთან ერთად, შემოღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა 2004 წლის 14 იანვრიდან. დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა.





