21 თებერვალი, 2022
იმპორტირებული სიახლეებიდმანისში ვაქცინაციის კამპანია გრძელდება
დმანისში ვაქცინაციის კამპანია გრძელდება
21 თებ 2022
დმანისში ვაქცინაციის კამპანია გრძელდება. შეხვედრები USAID - ის Zinc Network - ისა და საქართველოს მთავრობის ორგანიზებით და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. მოსახლეობის კომფორტული ვაქცინაციისთვის დმანისის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან სრულიად აღჭურვილი მოძრავი ამბულატორია კვალიფიციური მედ პერსონალით ჩამოვიდა. ვაქცინაციის კამპანია გაიმართა გომარეთში კარაბულახსა და კამიშლოში, რომელსაც ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა შემოუერთდა. შეგახსენებთ, რომ 50 წლის ასაკის ზემოთ კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით აცრაზე 200-ლარიანი წახალისება თებერვლის განმავლობაშიც გრძელდება, ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები ე.წ ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ.





