24 თებერვალი, 2022
იმპორტირებული სიახლეებიკობა მურადაშვილმა მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
კობა მურადაშვილმა მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
24 თებ 2022
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა,
ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლებს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შემუშავებული შეხვედრების გრაფიკი გააცნო.
მოსახლეობა საერთო კრების გადაწყვეტილებით, ღია კენჭისყრის პრინციპით თავად შეარჩევენ სოფლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურულ პროექტს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ დაფინანსების ფარგლებში დმანისის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 686 000 ლარი გამოიყო.
მერმა, წარმომადგენლებს ასევე სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა გააცნო, რომელიც მიმდინარე წლის 1 მარტიდან პრემიერის ინიციატივით ამოქმედდება.





