4 მარტი, 2022
იმპორტირებული სიახლეებისოფელ განთიადის საბავშვო ბაღში მეორე სააღმზრდელო ჯგუფი გაიხსნა
სოფელ განთიადის საბავშვო ბაღში მეორე სააღმზრდელო ჯგუფი გაიხსნა
04 მარ 2022
მოსახლეობის მომართვიანობიდან გამომდინარე სოფელ განთიადის საბავშვო ბაღში ამოქმედდა მეორე სააღმზრდელო ჯგუფი, სადაც სკოლამდელ განათლებას 40 აღსაზრდელი მიიღებს. დასაქმდა - 7 ადამიანი ( მენეჯერის მოადგილე- მეთოდისტი, აღმზრდელი, აღმზრდელის თანაშემწე, ორი მეორე ცვლის აღმზრდელი, მზარეულის თანაშემწე, დამლაგებელი) აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სამსახურის დებულებაში შევიდა ცვლილება : ტერმინი „ბაღის გამგე“ - ჩანაცვლდა ბაღის მენეჯერით.





