dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

სოფელ ირგანჩაიში ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრი გაიხსნა

18 მარტი, 2022
იმპორტირებული სიახლეები

სოფელ ირგანჩაიში ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრი გაიხსნა

სოფელ ირგანჩაიში ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრი გაიხსნა
18 მარ 2022

მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის მერის კობა მურადაშვილისა და ლიბერთი ბანკის დმანისის ფილიალის მმართველის ილარიონ ხორგუანის ერთობლივი ძალისხმევით, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაიში ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრი გაიხსნა.

"სოფლის მოსახლეობას აღარ მოუწევს სასურველი ტრანზაქციის შესასრულებლად რაიონულ ცენტრში ვიზიტი, ადგილზევე, სოფლიდან გაუსვლელად მიიღებენ საჭირო მომსახურებას. ლიბერთი ბანკის საბანკო პროდუქტებითა და სერვისებით ისარგებლებენ როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები. აღსანიშნავია ის რომ, ბანკის სერვის ცენტრში დასაქმდა ორი ახალგაზრდა ადგილობრივი ფეი აგენტის პოზიციაზე. უახლოეს მომავალში მსგავსი ტიპის მომსახურებით სოფელ გომარეთის მოსახლეობაც ისარგებლებს". განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა.