dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დმანისში შეჯიბრი ,,გეზრბენში’’გაიმართა.

6 აპრილი, 2022
იმპორტირებული სიახლეები

სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დმანისში შეჯიბრი ,,გეზრბენში’’გაიმართა.

სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დმანისში შეჯიბრი ,,გეზრბენში’’გაიმართა.
06 აპრ 2022

სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დმანისში პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მერიის განათლების, კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით შეჯიბრი ,,გეზრბენში’’გაიმართა. ღონისძიებაში სკოლის მოსწავლეები მე-7 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით, მონაწილეობდნენ. შეჯიბრში გოგონებმა 600 და ბიჭებმა 800 მეტრ დისტანციაზე ირბინეს. მოსწავლეები ერთმანეთს შეეჯიბრნენ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. პირველ ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცათ თასი და სიგელები, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდის მონაწილეებს სიგელები. ინდივიდუალურ შეჯიბრში მონაწილეებს კი მედლები და სიგელები.