dmanisi.mun@dmanisi.gov.ge(0360) 22 24 64
დმანისის მუნიციპალიტეტი
იმპორტირებული სიახლეები

სამუშაო შეხვედრა

7 აპრილი, 2022
იმპორტირებული სიახლეები

სამუშაო შეხვედრა

სამუშაო შეხვედრა
07 აპრ 2022
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა და მერის პირველ მოადგილემ კახა პეტრიაშვილმა, შეხვედრა გამართეს საერთაშორისო ორგანიზაცია HEKS EPER-ისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის წარმომადგენლებთან.
პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისათვის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტის მენეჯერმა გიორგი თვალიაშვილმა და რეგიონულმა კოორდინატორმა ზაურ ხალილოვმა პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე. პროექტის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, გენდერულად მგრძნობიარე, ინკლუზიური და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა ქვემო ქართლისა და სამცხე ჯავახეთის ექვს მუნიციპალიტეტში.